სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების შესახებ
კონკურსის (რექტორის ბრძ. 198/01-01, 19.07.2024) მიზანია უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ავტორმა (ავტორთა კოლექტივმა) უნდა წარმოადგინოს განაცხადი რექტორის #247/01-01, 13.09.2024 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად.
კონკურსი გამოცხადდა დეკანის #8/28.ბრძანებით .
განაცხადებს განიხილავს დეკანის #9/28 ბრძანებით შექმნილი კომისია.
განაცხადების მიღება იწარმოებს 28-29 ოქტომბერს ელექტრონულად, მისამართზე: shorena.chubinidze@tsu.ge . განაცხადის ფორმა ;
საკონკურსო განაცხადების განხილვა - 2024 წლის 30 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
კომისიის გადაწყვეტილების ფაკულტეტის კანცელარიისთვის გადაცემა არაუგვიანეს 2024 წლის 1 ნოემბრისა.
ფაკულტეტის საბჭოს მიერ შერჩეული განცხადების შესახებ აკადემიური საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდება 1 ნოემბერი (ბრძ. 248/01-01, 13.09.2024)